რეზონანსი
12.07.2024

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ დაბლოკავს ნატო-სა და ისრაელის თანამშრომლობის ნებისმიერ მცდელობას, ვიდრე პალესტინის ტერიტორიაზე მშვიდობა არ იქნება მიღწეული.

„ვიდრე ყოვლისმომცველი და მდგრადი მშვიდობა არ იქნება მიღწეული პალესტინის მიწაზე, ისრაელისა და ნატო-ს თანამშრომლობის მცდელობას თურქეთი არ დათანხმდება", - განაცხადა ერდოღანმა ვაშინგტონში ნატო-ს სამიტის დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანს დაავალა, შეხვდეს სირიელ კოლეგას, რათა მომზადდეს თურქეთის პრეზიდენტისა და სირიის ლიდერის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ბაშარ ასადის შეხვედრა.

ამასთან, როგორც თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტს F-16-ის ტიპის თვითმფრინავების თურქეთისთვის მიყიდვის საკითხზე. ერდოღანის თქმით, ბაიდენი დაჰპირდა, რომ ამ პრობლემას 3-4 კვირაში მოაგვარებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×