რეზონანსი
15.07.2024

გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძის გუნდების შესაძლო ერთობასთან დაკავშირებით, "ლელოში" განცხადებები გაკეთდა. სალომე სამადაშვილის თქმით, მსგავსი კონსულტაციები არ მიმდინარეობს, თუმცა პარტია თანამშრომლობას განიხილავს იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომელიც არ იმართება რუსეთიდან.

"დღეს შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი კონსულტაციები არ მიმდინარეობს. "ლელოს" პოზიცია იყო, რომ საერთო ოპოზიციური ერთიანი სია არ იქნება სწორი გამოსავალი ამ არჩევნებზე, თუმცა ჩვენ თანამშრომლობას განვიხილავთ ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც არ იმართება მოსკოვიდან, რომელიც არ ასრულებს მოსკოვის დავალებებს და რომელსაც აქვს სურვილი მოემსახუროს ქართველი ხალხის ინტერესებს," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×