
მოქმედი მოსამართლეები რეპრესიული სისტემის წინააღმდეგ - საკონსტიტუციო სასამართლომ იმ ხუთი მოსამართლის საქმის განხილვა დაიწყო, ვინც გაბედა და ჯერ სასამართლო კლანს დაუპირისპირდა, ახლა კი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ქვეყნის უმაღლეს სასამართლოში წავიდა. მოსამართლეები იმ მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ, რომლითაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს "ოცნებამ" განუსაზღვრელი უფლებამოსილება მისცა, მათ შორის გასაჩივრებულია მოსამართლეების მიმართ დისციპლინური დევნის და მათი დაქვეითების წესებიც, როდესაც კლანს შეუძლია მოსამართლე საკუთარი გადაწყვეტილებით დააქვეითოს, სხვა სასამართლოში მიავლინოს, საქმის განხილვიდან ჩამოცილოს და საჯაროდ, აზრის გამოხატვაც კი შეუზღდოს.
მოსარჩელე მხარის მთავარი არგუმენტი არის ის, რომ საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 3 ძირითადი ჩანაწერი არღვევს მოსამართლეების დამოუკიდებლობას. კერძოდ, 5 მოქმედი მოსამართლე უპირისპირდება კლანს და აცხადებს, რომ მივლინებები, ასევე სიტყვის გამოხატვის თავისუფლება და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, ასევე საქმეზე ჩამოცილების წესი, რაც განისაზღვრა ორგანულ კანონში, არის არაკონსტიტუციური და არღვევს მოსამართლების დამოუკიდებლობას და საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას.
მივლინებებთან დაკავშიებით დღეს მოსამართლეების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ იძლებითი მივლინებების რიცხვი გაიზარდა, რადგან იძლებით მივლინებზე უარის თქმის უფლება მოსამართლეებს არ აქვთ, რაც ცხადია არღვევს მოსამართლეების უფლებას.
ასევე დღეს მოსარჩელე მხარემ განაცხადა, რომ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ჩანაწერი არის ბუნდოვანიო და ბუნდოვანი არის, რა შეიძლება ჩაითვალოს მოსამართლის მხრიდან პოლიტიკურ განცხადებად და ამაზე იუსტიციის საბჭოს ენიჭება სრული უფლებამოსილება, ამიტომ მოსამარჩელეები ფიქრობენ, თუ ეს სამი ჩანაწერი კანონში დარჩა, ამით გაუარესდება სასამართლოებში არსებული ვითარება.
ცნობისთვის, სახალხო დამცველთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა 5-მა მოქმედმა მოსამართლემ - ესენი არიან: ეკა არეშიძე, ქეთევან მესხიშვილი, მადონა მაისურაძე, მამუკა წიკლაური და თამარ ხაჟამია.