რეზონანსი
21.07.2024

საბა ფურცელაძემ Astana Challenger-ზე იასპარეზა. ქართველი ჩოგბურთელი ფინალში ბულგარელ დიმიტარ კუზმანოვს შეხვდა და ორსეტიანი ბრძოლა ანგარიშით 4:6, 3:6 დათმო. აღსანიშნავია, რომ საბა ფურცელაძემ „ჩელენჯერის" ტურნირის ფინალში პირველად ითამაშა.

ფინალამდე ქართველმა ჩოგბურთელმა ჩეხი, ყაზახი, სლოვაკი სპორტსმენები დაამარცხა. ნახევარფინალში მან ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ევგენი კარლოვსკის სძლია. საბა ფურცელაძე ფინალამდე სეტის წაუგებლად მივიდა.

ინფორმაციისთვის: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა. წ. მაისში პირველად საქართველოში, კაჭრეთში, ATP Challenger Tour -ის ტურნირი გაიმართა მამაკაცებს შორის. ერთეულთა თანრიგში ჩემპიონატის ფინალში ალექსანდრე ბაკში ფრანგ რობინ ბერტრანდს დაუპირისპირდა. ქართველმა სპორტსმენმა დაძაბული სამსეტიანი ბრძოლა ანგარიშით 1:6, 6:3, 5:7 დათმო.

ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×