რეზონანსი
01.08.2024

ერევანსა და ბაქოს შორის ურთიერთობების წარმატებით დარეგულირების შემთხვევაში თურქეთი სომხეთთან საზღვარს გახსნის, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაქან ფიდანმა განაცხადა.

„აზერბაიჯანი და სომხეთი ამჟამად აგრძელებენ მოლაპარაკებებს. ჩვენ უნდა მოვამზადოთ მოქმედებების სცენარი, თუ ისინი დადებითად დასრულდება. ახლა ყველაფერი ამისკენ მიდის. თუ მოლაპარაკებები დასრულდება, ჩვენ განვახორციელებთ პოზიტიურ სცენარს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ შეგვეძლება, გავხსნათ ჩვენი საზღვარი“, – აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

თურქეთისა და სომხეთის სპეციალური წარმომადგენლები 30 ივლისს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს წინაპირობების გარეშე და დაიწყება სარკინიგზო-გამშვები პუნქტის გახსნის შეფასება. სომხეთის ხელისუფლებაში მიმდინარე წლის დასაწყისში განაცხადეს, რომ თურქეთთან საზღვარზე მარგარას გამშვები პუნქტი მთლიანად განახლდა და მზად არის ექსპლუატაციისთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×