პროფესორს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს თენგიზ ცერცვაძეს 4 აგვისტოს, 14:00 საათზე, სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ.
თენგიზ ცერცვაძეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
„ბატონი თენგიზ ცერცვაძის სამოქალაქო პანაშვიდები 2 და 3 აგვისტოს 17.00 საათიდან. მის: სიმონ ჩიქოვანის ქ. 20 (ყოფილი ხილიანი) მე-6 სადარბაზო, მე-5 სართული. გამოსვენება 4 აგვისტოს 14.00 საათზე სიონის საკათედრო ტაძრიდან. დაკრძალვა საბურთალოს სასაფლაოზე", - ნათქვამია ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ქართველი იმუნოლოგი, პროფესორი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკურიიმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე 1-ელ აგვისტოს, 76 წლის ასაკში, გარდაიცვალა.