რეზონანსი
04.08.2024

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბაერბოკის განცხადებით, გერმანიაში აშშ-ის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების დაგეგმილი განლაგება აუცილებელია, როგორც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ შემაკავებელი საშუალება.

„იმედის პრინციპი არ დაგვიცავს პუტინის რუსეთისგან", - წერს ის გამოცემა Bild am Sonntag-ში გამოქვეყნებულ კომენტარში.

ანალენა ბერბოკის თქმით, გერმანია შეიძლება იყოს დაცული იმით, რომ ბერლინი ახლა ინვესტიციას ახორციელებს საკუთარ უსაფრთხოებასა და ძალაში, როგორც ევროკავშირისა და ნატო-ს ფარგლებში, ასევე ეროვნულ დონეზე და ეს ზომები მოიცავს გადაწყვეტილებას გერმანიაში ამერიკული შორ მანძილზე მოქმედი იარაღის განლაგების შესახებ.

მინისტრის განმარტებით, გერმანიას სჭირდება საიმედო შეკავების პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამგვარმა ნაბიჯებმა ასევე უნდა დაიცვას გერმანიის პარტნიორები პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები და ფინეთი, „რომლებიც პირდაპირ ესაზღვრებიან რუსეთს და ბოლო თვეების განმავლობაში ჰიბრიდული ზომების ფეთქებადი ეფექტი განიცადეს".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×