რეზონანსი
05.08.2024

ხელისუფლებამ ,,უცხოური ძალის გავლენის"კანონის ფარგლებში ორგანიზაციების დასარეგისტრირებლად განკუთვნილი რეესტრის ვებგვერდი აამოქმედა. 

ვებსაიტზე უკვე ჩანს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა რეესტრიც“ (ე.წ. აგენტების რეესტრი), რომლის შექმნაც „აგენტების კანონით“ იყო გათვალისწინებული.

არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების, რომლებიც დაფინანსებას პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ, ამ რეესტრში დარეგისტრირებას კანონი ავალდებულებთ.

რეესტრში არც ერთი ორგანზიაცია არ იძებენება. არასამთავრობო ორგანიზაციები რეპრესიულ კანონს პროტესტით პასუხობენ. დაანონსებული სადამსჯელო ზომების მიუხედავად სამოქალაქო  სექტორი უცხო ქვეყნის აგენტად დარეგისტრირებას არ აპირებს.  დაუმორჩილებლებს ჯერ სოლიდური ფინანსური სანქციები ელოდებათ, რომელსაც ქონების დაყადაღება და იძულებითი რეგისტრაცია მოჰყვება. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×