რეზონანსი
05.08.2024

მიხეილ სააკაშვილის პირობები პალატაში არ არის გაუარესებული - აქამდე ოროთახიანი ლუქსში იყო, ახლა არის სამოთახიან ლუქსში, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისივე თქმით, კლინიკაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებების გამო გახდა საჭირო პალატის ცვლილება.

„კლინიკაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებებიდან გამომდინარე, ახალი დეპარტამენტი დაგვემატა და დაგვჭირდა ის სართული, სადაც პაციენტი, მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა. შესაბამისად, პალატა შეიცვალა. ბევრად გაუმჯობესებულ პირობებშია, არანაირად არ არის გაუარესებული, აქამდე ოროთახიანი ლუქსში იყო, ახლა არის სამოთახიან ლუქსში“,- აღნიშნა ჩხაიძემ.

ინფორმაციისთვის, „ვივამედის“ კლინიკაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პალატის ცვლილების შესახებ ინფორმაცია, დედამ, გიული ალსანიამ გაავრცელა. ის აღნიშნავდა, რომ „ახალ პირობებში ტელევიზორი არ ჰქონდა“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×