წარმოუდგენელია შენ ქვეყანაში ებრძოდე დემოკრატიას, აფართოებდე რუსულ გავლენებს და ამავდროულად კითხულობდე, რატომ უწყდება დაფინანსება ლუგარის ლაბორატორიას, რომლის მსგავსი სამხრეთ კავკასიაში საერთოდ არ არსებობს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
„ყველაფერი არის მიზეზშედეგობრივი, რა ნაბიჯებიც გადადგა, რა გადაწყვეტილებებიც მიიღო, რა კანონებიც შემოიტანა ქვეყანაში და დაგვიწესა „ქართულმა ოცნებამ“, ის შედეგი დადგა დასავლეთის მხრიდანაც. წარმოუდგენელია შენ აქ რუსული კანონები გქონდეს, დემოკრატიას ებრძოდე, ევროინტეგრაცია შეაფერხო, რუსული გეოპოლიტიკური გავლენის სფეროში შეიყვანო საქართველო და იმავდროულად დასავლეთს უყურებდე და ეუბნებოდე, რომ „ლუგარის დაფინანსება და სხვა ფინანსური დახმარებები რატომ არ გრძელდება“?
ვერავინ დაიჯერებს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ თუნდაც იმ რესურსებით, რომელიც მათ აქვთ და გასაგებია, რომ მწირი ინტელექტუალური უნარების ხალხია, მაგრამ ამის ვერ გათვლა წარმოუდგენელია, რომ ყველაფერი წავიდოდა სწორედ ამ გზით, რომ დასავლეთის მხრიდან შეფერხდებოდა ევროინტეგრაციაც, დაფინანსებაც, შეერთებულ შტატებთან პარტნიორული და სტრატეგიული კავშირები, ასევე გაიყინებოდა და უფრო მეტიც, თუ ეს ხელისუფლება დარჩება მთავრობაში 26 ოქტომბრის შემდეგ, კიდევ უფრო მძიმე და სავალალო შედეგები დადგება სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნისათვის, რადგან კიდევ უფრო ღრმა იზოლაციაში მოვექცევით“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
ეს ლაბორატორია ჯერ კიდევ გვაქვს და მე იმედი მაქვს, რომ გაძლებს ეს ლაბორატორია არჩევნებამდე იმ რესურსებით, რაც ჯერ კიდევ აქვს, რადგან მას შემდეგ, რაც ესენი დამარცხდებიან არჩევნებში, აშშ-სთან აღდგება ურთიერთობა და ლუგარის ლაბორატორიას გაუგრძელდება დაფინანსებაც - დასძინა ცისკარიშვილმა