რეზონანსი
05.08.2024

დამნაშავეები სასჯელს ციხეში უნდა იხდიდნენ და არა ოროთახიან სამედიცინო აპარტამენტებში, ეს არის მოცემულობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამისი უწყებები გადაწყვეტენ, სად მოიხდის სასჯელს მიხეილ სააკაშვილი.

„თუ კონკრეტულ პატიმარს, არ აქვს მნიშვნელობა, ყოფილი პრეზიდენტია თუ არა, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე შეუძლია, კანონმდებლობით გათვალისწინებული სასჯელი მოიხადოს იქ, სადაც არის წესი, და ეს არის პენიტენციური დაწესებულება, ანუ ციხე, იქ უნდა მოიხადოს და არა სამედიცინო დაწესებულებაში. იუსტიციის სამინისტრო, ექიმები იღებენ გადაწყვეტილებებს და ისინი გადაწყვეტენ, სად არის მიხეილ სააკაშვილის ადგილი", - განაცხადა მათიკაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×