რეზონანსი
05.08.2024

საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული უფლების გამოყენებით, ირანი აუცილებლად განახორციელებს სერიოზულ შემაკავებელ ქმედებებს ძლიერებით, მტკიცედ თავისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და აგრესორის დასასჯელად, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ნასერ ყანაანიმ განაცხადა.

ირანის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, ირანი ვერ იქნება გულგრილი თავისი უსაფრთხოების, თავისი მეგობრებისა და მოკავშირეების უსაფრთხოებისა და რეგიონის უსაფრთხოების მიმართ.

„ჩვენ გვჯერა, რომ სიონისტური რეჟიმი არ ჩაიდენს რაიმე ავანტიურულ დანაშაულს ამერიკის მთავრობასთან კონსულტაციის გარეშე. ამიტომ ამერიკამ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები ამ კუთხით. ისრაელი აგრძელებს სიტუაციის არასწორ გათვლას და ამჯერადაც იგივე შეცდომა დაუშვა", - განაცხადა ნასერ ყანაანიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×