რეზონანსი
05.08.2024

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება, რომელიც რეგიონში ყველაზე მასშტაბური ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების მიზიდულობის ცენტრი იქნება.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კომპლექსი მოიცავს ინტერაქციულ სამეცნიერო მუზეუმს, ასევე, სტარტაპ აქსელერატორს, საერთაშორისო IT სკოლას, საკონფერენციო სივრცეს, ქართული ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის მძლავრ მონაცემთა ცენტრს, სხვადასხვა ექსპერიმენტულ ლაბორატორიებს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

ასევე, ახალ ტექნოლოგიურ ჰაბში განთავსდება მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლობები, რაც ნიშნავს იმას, რომ ქუთაისი ასევე გაჩნდება საერთაშორისო ტექნოლოგიურ რუკაზე, როგორც რეგიონული მნიშვნელობის ტექნოლოგიური ცენტრი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×