რეზონანსი
09.08.2024

ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში, თბილისის მერიისგან უსასყიდლოდ გაიცა A კატეგორიის 35 558 ნებართვა.

თბილისის მერიის ცნობით, 2023 წლის პირველი აპრილიდან მიმდინარე წლის პირველ აპრილამდე გააქტიურდა 20 264 ნებართვა. რაც შეეხება B კატეგორიას, 2023 წლის პირველი აპრილიდან მიმდინარე წლის 7 აგვისტოს ჩათვლით, გაცემულია 6 861 ნებართვა.

შეგახსენებთ, რომ ტაქსების რეფორმა თბილისში 2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან დაიწყო, რა დროიდანაც ტაქსით მომსახურება ლიცენზიის გარეშე აიკრძალა. 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან კი, რეფორმის შემდეგი ეტაპი ტაქსის ფერს შეეხო და მანათობლების მქონე ტაქსები მხოლოდ თეთრი ფერის გახდა. შესაბამისად, თეთრი ფერის ტაქსები A კატეგორიას მიეკუთვნებიან, მანათობლის გარეშე მოძრავი ტაქსები, რომლებიც აპლიკაციის მეშვეობით ემსახურებიან მგზავრებს, B კატეგორიას.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 2023 წლის 1-ლი აპრილიდან A კატეგორიის ტაქსის ლიცენზია მხოლოდ მასზე გაიცემა, ვინც 2023 წლის 20 მარტამდე, ნებისმიერ პერიოდში ერთხელ მაინც ფლობდა A კატეგორიის ნებართვას. შედეგად, A კატეგორიის ტაქსის მართვის ნებართვა, რომელიც იქამდე ერთწლიანი იყო, უვადო გახდა.

წყარო: bpn.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×