რეზონანსი
09.08.2024

დაღუპული მოქალაქეები, დანგრეული სახლები და დატბორილი ქუჩები - ეს ფლორიდის შტატია, სადაც ქარიშხალი სახელწოდებით "დები" უკვე მე - 5-ე დღეა მძვინვარებს. სტიქიას ფლორიდაში 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქარიშხალმა წყალდიდობაც გამოიწვია, რის გამოც ქუჩები მდინარეებად იქცა. მაშველები იძულებულნი არიან საავტომობილო გზებზე ნავებით გადაადგილდნენ.

დაზიანებული ელექტროგადამცემების გამო, 250 000-ზე მეტ მოსახლეს ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდული აქვს. საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაციაც. დატბორილია სახლები, ხალხის ნაწილმა საცხოვრებლები დაკარგა. ფლორიდის შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

რთული ვითარებაა ჯორჯიის შტატშიც. სახლის ჩამონგრევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა. სტიქია მძვინვარებს სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლონას შტატებშიც. დაღუპულია 1 ადამიანი. დაზიანებულია ასობით შენობა - ნაგებობა, მათ შორის საცხოვრებელი სახლები.

სინოპტიკოსების აზრით, უხვი ნალექი და წყალდიდობა მოსალოდნელია ნიუ-იორკსა და პენსილვანიაშიც. საფრთხის გამო, ხელისუფლება ხალხს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×