2023 წლის განმავლობაში საქართველოში კიბოს 11 863 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქსტატის ვებგვერდზეა მოცემული. უწყება მონაცემებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
2016 წელი -10 048 შემთხვევა
2017 წელი - 9697 შემთხვევა
2018 წელი - 9 996 შემთხვევა
2019 წელი - 10 624 შემთხვევა
2020 წელი - 10 583 შემთხვევა
2021 წელი - 11 162 შემთხვევა
2022 წელი - 11 009 შემთხვევა
2023 წელი - 11 863 შემთხვევა
2023 წელს გამოვლენილი 11 863 შემთხვევიდან 6 335 ქალია, 5 528 კი კაცი. რაც შეეხება ასაკობრივ დაჯგუფებას ზრდასრულ ასაკში ყველაზე მეტი შემთხვევა 65-69 წლის ასაკის ადამიანებში გამოვლინდა -2 007 შემთხვევა.
არასრულწლოვანებში კიბოს ახალი შემთხვევების რაოდენობა კი ასეთია.
0-4 წელი - 39 შემთხვევა
5-9 წელი - 32 შემთხვევა
10-14 წელი - 36 შემთხვევა
15-19 წელი - 45 შემთხვევა.
ბოლო 4 წელში 78%-ით არის გაზრდილი სუნთქვის ორგანოთა ავადმყოფობების ახალი შემთხვევები.
2020 წელი - 158 794 შემთხვევა
2021 წელი - 146 227 შემთხვევა
2022 წელი - 240 741 შემთხვევა
2023 წელი - 283 566 შემთხვევა