რეზონანსი
08.09.2024

პარაძიუდოისტმა რევაზ ჩიკოიძემ პარიზის პარალიმპიადაზე ვერცხლის მედალი სრულიად საქართველოს მიუძღვნა.

„საბრძოლო განწყობა იყო, მაგრამ ფინალი დავთმე, რაც ყველაზე ცუდია, მაგრამ ეგ არაფერი. არაუშავს, სპორტია. გულშემატკივარს მადლობას ვუხდი. ეს მედალი სრულიად საქართველოს ეძღვნება", - აღნიშნა ჩიკოიძემ.

ქართველი პარაძიუდოისტი რევაზ ჩიკოიძე (+90 კგ, კატეგორია J2) პარიზის პარალიმპიადის ვიცე-ჩემპიონია. მან ფინალი თურქ იბრაჰიმ ბოლუკბასისთან დათმო და საქართველოს მიმდინარე პარალიმპიადაზე მეოთხე ვერცხლის მედალი მოუტანა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×