რეზონანსი
09.09.2024

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 66 წლის კაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, კაცი 9 წლის გოგონაზე რამდენიმე თვის განმავლობაში ძალადობდა.  კაცი სარგებლობდა იმით, რომ ბავშვის მშობლები დღის განმავლობაში მუშაობდნენ და შვილიშვილი მასთან რჩებოდა.

მომხდარის შესახებ ბავშვმა დედას გაუმხილა, რომელმაც გადამოწმების მიზნით, სახლში დარჩენილები მოულოდნელად შეამოწმა და ბაბუის მიერ  შვილიშვილზე მორიგი ძალადობის მცდელობისას პოლიციას გამოუძახა.  ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს. 9 წლის მოზარდს შესაბამისი ექსპერტიზები უტარდება და მასთან ფსიქოლოგები მუშაობენ.

საქმეზე გამოძიება 141-ე პრიმა მუხლით (ოჯახის წევრის მიმართ გარყვნილი ქმედება) და 151-ე მუხლით (მუქარა) არის დაწყებული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×