26 ოქტომბრის შემდეგ საქართველო დაჩქარებული ტემპით გახდება ევროპული ოჯახის ნაწილი, რაც ნიშნავს ევროპულ განათლებას, ევროპულ ჯანდაცვას, ევროპულ პენსიებს, ევროპულ ხელფასებსა და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას, ეს აუცილებლად ასე იქნება და თითოეულ მოქალაქეს ექნება ევროკავშირის პასპორტი , - განაცხადა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძემ.
მისი თქმით, ევროკავშირის პასპორტები ძალიან მალე საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ექნება.
„26 ოქტომბრის შემდგომ, როდესაც "ქართული ოცნება" აუცილებლად დამარცხდება, ჩვენ დავიწყებთ აქტიურ მოლაპარაკებას ევროკავშირთან, ჩვენი ქვეყანა აუცილებლად, დაჩქარებული ტემპით გახდება ევროპული ოჯახის ნაწილი, რაც ნიშნავს ევროპულ განათლებას, ევროპულ ჯანდაცვას, ევროპულ პენსიებს, ევროპულ ხელფასებსა და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას. ეს აუცილებლად ასე იქნება და 26 ოქტომბრის შემდეგ, ძალიან მალე, თითოეულ მოქალაქეს აუცილებლად ექნება აი ეს, ევროკავშირის პასპორტი", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა ღონისძიება "ერთიანობა ევროკავშირისთვის" ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებს ბროშურები და სიმბოლურად, ევროკავშირის პასპორტები დაურიგეს.