გვაქვს პასუხისმგებლობა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც ისინი არიან რუსული ჩარევისა და დემოკრატიის ეროზიის წინაშე - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც პლატფორმა X-ზე გამოქვეყნდა.
„ქართველმა ხალხმა აირჩია მომავალი, რაც არის თავისუფალი, დემოკრატიული და ევროატლანტიკური ინსტიტუტების ნაწილი.
ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, მხარი დავუჭიროთ მათ ამ რეალობის მიღწევაში, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც ისინი არიან რუსულ ჩარევისა და დემოკრატიის ეროზიის წინაშე საკუთარ სახლში", - წერს ჰელსინკის კომისია.