ვიეტნამში წყალდიდობაა. ტაიფუნი იაგის მსხვერპლთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა. იაგი, ყველაზე ძლიერი ქარიშხალი, რომელიც წელს აზიას დაატყდა თავს. მოსალოდნელია, რომ ძლიერი წყალდიდობა დატბორავს ჩრდილოეთ ვიეტნამს, დედაქალაქ ჰანოის ჩათვლით.
ტაიფუნის შედეგად გამოწვეულ მეწყრებსა და წყალდიდობებს უკვე 65 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ 39 მცხოვრები დაკარგულად ითვლება. დაშავდა 752 ადამიანი.
ტაიფუნს წინ ვიეტნამის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე ძლიერი წვიმა უსწრებდა, რომელმაც სამრეწველო და საცხოვრებელი უბნების დიდი ნაწილი გაანადგურა.
ჩრდილოეთ ვიეტნამის რამდენიმე მდინარე საგანგაშო დონემდე აიწია, რის შედეგადაც სოფლები და საცხოვრებელი ადგილები დაიტბორა.
წყალდიდობამ ასევე დატბორა ჩრდილოეთ ვიეტნამის ბრინჯის ველების 148 600 ჰექტარი, ანუ თითქმის 7%, და დააზიანა დაახლოებით 50 000 სახლი.