რეზონანსი
10.09.2024

თბილისში ალექსანდრე ყაზბეგის 32 ნომერში მცხოვრები მოქალაქეები ქუჩაში კიდევ ერთხელ გამოვიდნენ და ტერიტორიაზე მისულ მძიმე ტექნიკას, ბეტონის მანქანებს, სამუშაოების შესრულების უფლებას არ აძლევენ. ადგილობრივები მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას უკვე რამდენიმე თვეა უშედეგოდ აპროტესტებენ. მიმდებარედ მცხოვრებლები ამბობენ, რომ მშენებლობა მათ საცხოვრებელ კორპუსებს ნგრევის საფრთხეს უქმნის. სიტუაცია ადგილზე რამდენჯერმე დაიძაბა, იყო შეხლა-შემოხლა, რადგან გარდა კომპანიის დაცვისა ადგილზე არიან უცნობი "კუნთმაგარი" პირები. ცოტა ხნის წინ მისამართზე მივიდა პოლიციაც.

"როგორც კი წავიდა პოლიცია ამათმა იმ წამსვე დაიწყეს ჩასხმა [ბეტონის], ჩვენ ვაპროტესტებთ ჩასხმას, იმიტომ, რომ ჯერ ჩვენი უსაფრთხოება უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ეს არის დადასტურებული სამხარაულის ორი დასკვნით, დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნის საფუძველზე ვითხოვთ ჩვენი სახლის გამაგრებას. [...] ჩვენ სახლს გაუჩნდა ბზარები, ეზო ჩაინგრა, ეზოში გაჩნდა ბზარები, საპარკინგე ადგილზე გაჩნდა ბზარები, მთელ კედელზე სადარბაზოში, ვითხოვთ შესაბამის გამაგრებას", - ყვება ადგილობრივი.

ტერიტორიაზე თავდაპირველად 5-სართულიანი შენობა შენდობა პროექტით, რომელიც ივანიშვილის ძმას ეკუთვნოდა, შესაბამისი ბანერი იყო გაკრული ადგილზეც. ამის შემდეგ, ადგილზე სამუშაოების განხორციელება დაიწყო კომპანია "საქი რეზიდენსმა", რომელიც 10-სართულიან შენობას აშენებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×