რეზონანსი
10.09.2024

გიორგი გახარიას გუნდი "ქართულ ოცნებას" მათი მხარდამჭერების პოლიტიკურ დევნასა და რეპრესიებში ადანაშაულებს - ამ თემაზე საგანგებო განცხადება ცოტახნის წინ პარლამენტში პარტია "საქართველოს"  წევრმა ანა ბუჩუკურმა გააკეთა.

მისი თქმით, საქმე ერთ-ერთი სკოლის დირექტორის მოადგილეს ეხება, რომელიც სკოლიდან დეპუტატის განცხადებით პარტია საქართველოსთან კავშირის გამო გაათავისუფლეს.

„ოცნება“ აგრძელებს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრების და მხარდამჭერების, მათი ოჯახის წევრების დევნას პოლიტიკური ნიშნით. ხობის და სენაკის შემდეგ, ტყიბულის მე-6 სკოლის დირექტორის მოადგილე ნანა ამბროლაძე შვილის - მაკა შარვაძის პოლიტიკური საქმიანობის და „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის წევრობის გამო დირექტორის მოადგილეობიდან გაათავისუფლეს. აღნიშნული გადაწყვეტილება მას სკოლის ახალმა დირექტორმა მაკა გაბელაშვილმა გააცნო, რომელიც იმავდროულად „ოცნებამ“ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დანიშნა. მაკა გაბელაშვილი სკოლის სამეურვეო საბჭომ ორჯერ დაიწუნა, თუმცა ის მაინც დაინიშნა სკოლის დირექტორად. სკოლის დირექტორის თანამდებობაზე ის რამდენომე დღის წინ სკოლის დირექტორის შოთა ჯინჯიხაძის გათავისუფლების შემდეგ დაინიშნა.

ცნობისთვის, მაკა გაბელაშვილი თავის დროზე ნაცმოძრაობას ემსახურებოდა, კერძოდ იყო ნაცმოძრაობის კომისიის თავმჯდომარე. სამწუხაროდ, სწორედ ასეთი ადამიანების იმედადაა დარჩენილი დღევანდელი ოცნება, რომელსაც არაფერი საერთო ღირებულებებთან აღარ შემორჩა.

მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, ამ შემთხვევაში, ქალბატონ ნანა ამბროლაძეს, რომელსაც ტყიბულში დიდ პატივს სცემენ და დავპირდეთ თითოეულ მათგანს - ამ ქვეყანაში ნაცური მეთოდებით ადამიანებზე ზეწოლა აუცილებლად დასრულდება 26 ოქტომბერს. 

და ნამდშვილი მშვიდობით,

ნამდვილი ღირსებით,

ნამდვილი კეთილდღეობით 

მივალთ ევროპაში!

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×