ევროკავშირის 14- მილიარდიანი დახმარება, უვიზო მიმოსვლა აშშ-თან, ამ ყველაფერს წინ ეღობება ივანიშვილი და მისი მაფიოზური კლანი, რომელიც 26 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ და საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ ის სიკეთეები, რომელიც მოდის დასავლეთიდან,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” იურისტმა ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 14 მილიარდიანი დახმარება მოხმარდება საქართველოს მოქალაქეებს.
„26 ოქტომბერს უნდა დასრულდეს ივანიშვილი და მისი მაფიოზური კლანი. ამის შემდეგ ჩვენ შევქმნით ევროკავშირის დახმარებით და ევროკავშირის სტანდარტით ანტიკორუფციულ ბიუროს, ამის შემდეგ აშშ-თან გვექნება უვიზო მიმოსვლა, ევროკავშირიდან პირდაპირი გრანტის საშუალებით გამოგვეყოფა 14 მილიარდიანი დახმარება, რომელიც მოხმარდება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და ამ ყველაფერში ხელს გვიშლის ივანიშვილი და მისი მაფიოზური კლანი, ამიტომ 26 ოქტომბერს უნდა დავამთავროთ ისინი”, - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.