რეზონანსი
10.09.2024

15 წლის მოზარდი, რომელიც დედოფლისწყაროში ხელოვნურ ტბაში ჩავარდა, რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ, გარდაიცვალა. ინფორმაცია ფეისბუქ გვერდ "დედოფლისწყაროს ახალი ამბები" ვრცელდება.

 შემთხვევა 21 აგვისტოს მოხდა. 15 წლის მარიამ ბენაშვილი საბანაოდ იმყოფებოდა, რა დროსაც მოულოდნელად შეუძლოდ გახდა. ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარებამ ის თბილისში, ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.

ახლობლების ინფორმაციით, გოგონა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული, თუმცა მისი მდგომარეობიდან გამოყვანა, ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×