რეზონანსი
10.09.2024

მას შემდეგ, რაც დროებით ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტმა“ არ დაამტკიცა „უცხოეთის აგენტების“ კანონი, კრემლი  შეტევაზე გადავიდა. არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა რუსული სამთავრობო არხების მთავარი თემა გახდა. 

ოფიციალური მოსკოვის პოზიცია მარგარიტა სიმონიანმა გაახმოვანა და ოკუპირებულ  აფხაზეთში მოქმედი მესამე სექტორი ანტირუსულ საქმიანობაში  დაადანაშაულა. გადაცემაში გაიჟღერა წინადადებამ, რომ აუცილებელია მიიღონ კანონი, რომელიც არასამთავრობოების საქმიანობას აკრძალავს.

"აფხაზეთში ათასობის NGO არის, რომელიც ამერიკული ფულით ფინანსდება. ზოგს USAID-ის თავის ვებსაიტზე დოკუმენტებში მიზნად უწერია აფხაზეთის რეინტეგრაცია საქართველოში და კრემლის მავნე გავლენების შეჩერება. კრემლის მავნე გავლენა როგორც ჩანს, ფულში გამოიხატება, რომელსაც ექიმებს, მასწავლებლებს, პენსიონერებს ვუხდით, ინვესტიციებში ვდებთ და ა.შ. სხვა სიტყვებით,  NGO-შნიკები აფხაზი ახალგაზრდების კულტურული კოდის შეცვლას ცდილობენ. საწყალ აფხაზეთის პრეზიდენტი კი იბრძვის შეძლებისდაგვარად, თუმცა მას ყველაფრის გაკეთება არ შეუძლია. ბოლოსდაბოლოს პრეზიდენტია, მეფე კი არა. ყველაზე საშინელი რამ კი ის არის, რომ NGO-ების თანამშრომლების აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. ისინი ცდილობენ, რომ ახალგაზრდებს რუსეთისთვის ზურგი აქცევინონ და ამერიკისკენ მიმართონ. " თქვა სიმონიანმა.

პუტინის ერთი რუპორი ხაზი მეორემ - ვლადიმერ სოლოვიოვმა გააგრძელა  და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების დაპატიმრებაც მოითხოვა:

"არ შეიძლება ისეთი კანონის მიღება, რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებისთვის მშვიდობით ჩასვან ციხეში? მოქალაქეობის ჩამორთმევით მას აფხაზეთში ყოფნის და მუშაობის გაგრძელების უფლებას ვერ ართმევ. ციხეში ჩასმით კი იქიდან მუშაობაში პრობლემები შეექმნება " ამბობს სოლოვიოვი. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×