რეზონანსი
10.09.2024

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, „ჰამასი“, როგორც ორგანიზებული სამხედრო ძალა, აღარ არსებობს.

„ჰამასი“, როგორც სამხედრო ფორმირება, აღარ არსებობს. „ჰამასი“ ჩართულია პარტიზანულ ომში და ჩვენ კვლავ ვებრძვით „ჰამასის“ ტერორისტებსა და მის ხელმძღვანელობას“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, ისრაელი-„ჰამასის“ ომს, რომელიც 2023 წლის 7 ოქტომბრიდან გრძელდება, ათასობით ადამიანი ემსხვერპლა. შუამავლები შეერთებული შტატებიდან, კატარიდან და ეგვიპტიდან ცდილობენ, მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევას ხელი შეუწყონ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×