რეზონანსი
10.09.2024

“ხელისუფლების ცვლილებისთანავე, ჩვენ გპირდებით, რომ კოალიციურ პარტნიორებთან ერთად, ჩვენ გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე. ამ მომენტიდან საქართველოს ეძლევა წვდომა ევროკავშირის გაწევრიანების 14 მილიარდიან ფონდზე, რასაც ივანიშვილის “ქართული ოცნება” დღესდღეობით ბლოკავს” - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავა დარწმუნებულია, რომ  “ქართველი ხალხი 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე უარს ეტყვის სიღატაკეს იზოლაციაში და ევროპულ კეთილდღეობას აირჩევს.“

გასულ კვირას ჩვენ საზოგადოებას წარვუდგინეთ 5 საპროგრამო პრიორიტეტი საქართველოს ევროპული კეთილდღეობისთვის, სადაც პირველი პრიორიტეტი არის - კი ევროპას! 

ჩვენი პირველი პრიორიტეტია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, პროცესი რომელშიც პრეზიდენტ სააკაშვილს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის და რომელიც, ერთიანი ძალებით აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. 

ხელისუფლების ცვლილებისთანავე, ჩვენ გპირდებით, რომ კოალიციურ პარტნიორებთან ერთად, ჩვენ გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე. 

ამ მომენტიდან საქართველოს ეძლევა წვდომა ევროკავშირის გაწევრიანების 14 მილიარდიან ფონდზე, რასაც ივანიშვილის ქართული ოცნება დღესდღეობით ბლოკავს. 

ეს არის მილიარდობით ევრო, რომელიც სხვა ქვეყნებმა ევროპული ინტეგრაციის გზაზე გამოიყენეს მაგალითად 1. საჭიროების მქონე ოჯახების კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისთვის

2.მიზნობრივი ჯგუფებისთვის, როგორიც არიან დევნილები ან სიღარიბის ზღვარს მყოფი ოჯახები, მათთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის 

3.ჯანდაცვის სხვადასხვა სერვისების დაფინანსებისთვის 

4.სკოლების მშენებლობისთვის და მასწავლებლების გადამზადებისთვის

5.ათასობით სტუდენტისთვის გაცვლილთ პროგრამების სრული დაფინანსებისთვის შარშან ქართველი ხალხის ძალისხმევით საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. მაგრამ ქართულმა ოცნებამ ეს მონაპოვარი გაფლანგა და გაყინა ევროინტეგრაციის პროცესი, რითაც გაყინა მილიარდობით ევროს დაფინანსება საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის.

ჩვენ სწრაფი ტემპით აღვადგენთ ევროინტეგრაციის პროცესს. ჩვენ გავაფორმებთ უვიზო მიმოსვლას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ მოვიზიდავთ მილიონობით ევროს და დოლარის ინვესტიციებს ევროკავშირიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

ჩვენ ავაშენებთ ლაზიკის ღრმაწყლოვან პორტს, რომლის იდეის მთავარი სულისჩამდგმელი პრეზიდენტი სააკაშვილია და რომელსაც დღეს ივანიშვილი სწორედ საქართველოს აღმშენებლობისთვის დევნის.

ჩვენ მოვიზიდავთ შუა დერეფნის პროექტის უზარმაზარ ეკონომიკურ რესურსებს, რასაც ივანიშვილი ბლოკავს და საქართველოს საერთაშორისო იზოლაციის საფრთხის

წინაშე აყენებს. 

14 მილიარდი ევრო საქართველოს ევროპული კეთილდღეობისთვის თუ დაბლოკილი ევროპული მხარდაჭერა და მილიარდობით მოპარული ლარი ივანიშვილის კორუმპირებული ჩინოვნიკების ჯიბეებში. არჩევანი მარტივია. მჯერა ქართველი ხალხი 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე უარს ეტყვის სიღატაკეს იზოლაციაში და ევროპულ კეთილდღეობას აირჩევს”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×