რეზონანსი
11.09.2024

ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, არ შეიძლება, ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევა ნორმად იქცეს.

ყირიმის პლატფორმის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა ნაუსედამ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია 10 წელზე მეტი ხნის წინ ყირიმში დაიწყო.

„იქაც უნდა დასრულდეს მისი ტერორის მეფობა. ყირიმის პლატფორმის მეოთხე სამიტზე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ არ შეიძლება დავუშვათ, ადამიანის უფლებების ფართომასშტაბიანი დარღვევები „ახალ ნორმად“ იქცეს. სამართლიანობა მხოლოდ უკრაინის გამარჯვებით აღდგება“, - განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

ცნობისთვის, კიევში ყირიმის პლატფორმის სამიტი იმართება.

მასში მონაწილეობის მისაღებად ქვეყანაში ჩავიდნენ: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლემი, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, ლატვიის პრემიერ-მინისტრი ევიკა სილინა, ხორვატიის პრემიერ-მინისტრი, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის სპიკერი და მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×