რა მოხდა თურქეთში? - არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე, რომელიც გამოძიების მტკიცებით, სასტუმროში წამაბით მოკლეს, ქუთაისიდან სტამბოლში სამკურნალოდ იმყოფებოდა. მაია ალფაიძე მძიმე სენს ებრძოდა.
ქალის მეზობლები თურქული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უნდობლობას უცხადებენ, და ამბობენ, რომ მაია ალფაიძე მეგობარ მამაკაცს არ მოუკლავს, არამედ მას ქუჩაში გულის შეტევა დაემართა, გზაზე დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა.
წაქცეულა და მომკვდარაო. ჩემს ხელში გაზრდილი ბავშვია. სიმსიმნე ჰქონდა. როგორც გავიგე, გზაში წაქცეულა და მომკვდარა. დაეცა, ცუდად გახდა და მერე გულის შეტევას აბრალებენ, რომ თითქოს, გულმა უღალატაო. უჭკვიანესი, უპატიოსნესი გოგო იყო", - ამბობს მეზობელი.
ცნობისთვის, თურქული მედიის ცნობით, სტამბოლში, ბეიოღლუს რაიონში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ქართველი ქალი მკვდარი იპოვეს. თურქული გამოძიების მტკიცებით, საქართველოს მოქალაქეს დაზიანებები ჯერ ბლაგვი საგნით მიაყენეს, შემდეგ კი უკვე გარდაცვლილს დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს.
წყარო: ტვ. პირველი