რეზონანსი
11.09.2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით, ზეპარტიული უნდა იყოს, "რადიკალური ოპოზიციის" ბანაკში აღმოჩნდა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი არ სარგებლობდა მაინცდამაინც დიდი ნდობით, მაგრამ "ქართული ოცნების" ხათრით აირჩიეს თანამდებობაზე.

"რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს, ეს ადამიანი აცდენილია საერთოდ ყველაფერს. თქვენ იცით, რომ ის არ სარგებლობდა მაინცდამაინც დიდი ნდობით, მაგრამ ჩვენი ხათრით, არჩეულ იქნა შესაბამის თანამდებობაზე. დღეს პირდაპირ დაუპირისპირდა იმ ადამიანებს, რომლებმაც ის აირჩიეს და აღმოჩნდა რადიკალური ოპოზიციის ბანაკში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული, მაგრამ, ის აღმოჩნდა რადიკალური ოპოზიციის რიგებში და არის მათი ერთ-ერთი მარიონეტი. ასეთ ფონზე, მისი სრული ალოგიკურობა აბსოლუტურად ლოგიკურია," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×