რეზონანსი
20.09.2024

კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ბექა ჯაიანის ადვოკატის, სალომე არდოტელი განცხადებით, ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობისთვის ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.

„ბრალი წარედგინა. იგი, ამ ეტაპზე, იყენებს დუმილის უფლებას. შესაბამისად, გამოკითხვის ოქმშიც სწორედ აღნიშნული დაფიქსირდა. მას გამოძიება ედავება, რომ ჩაიდინა 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ, გენდერი და განსაკუთრებული სისასტიკე.

მიმდინარეობს გამოძიება და დაცვის მხარის მხრიდანაც რაიმე განმარტების გაკეთება საქმესთან დაკავშირებით იქნება ცოტა რთული. შესაბამისად, ამ ეტაპზე, რადგან ჩემი დასაცავი პირი იყენებს დუმილის უფლებას, საქმის გარემოებებზე, გამოკითხვის ოქმებზე თუ სხვა საგამოძიებო ექსპერიმენტებზე კონკრეტულ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით," - განაცხადა ადვოკატმა.

ბექა ჯაიანს ბრალი ოფიციალურად რამდენიმე წუთის წინ წარუდგინეს. სავარაუდოდ, დღესვე იმსჯელებს სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე. გენდერის ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა - სწორედ ასეთია ბრალის შინაარსი. დაკავებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

მოდელი და მსახიობი კესარია აბრამიძე, საკუთარ სახლში, მოკლული 2 დღის წინ მეზობლებმა ნახეს. მას, ცივი იარაღით, მრავლობითი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. სავარაუდო დამნაშავე, ქალის მეგობარი კაცი, პოლიციამ ქუთაისის აეროპორტთან დააკავა. სავარაუდოდ, ის ქვეყნიდან წასვლას გეგმავდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×