რეზონანსი
20.09.2024

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე Facebook-ის გვერდზე ასაჯაროებს იმ 9 პუნქტს, რომელზეც პრეზიდენტთან კონსულტაციების დროს, გიორგი გახარიასთან შეთანხმდა. 

"ეს იყო რაზეც შევთანხმდით:

1. საპარლამენტო არჩევნებში გამოვდივართ ერთი საარჩევნო ნომრით - 9 და ვაგრძელებთ ბრძოლას ევროპული გზის გადასარჩენად, რისთვისას ერთობლივი სამოქმედო გეგმა არის "ქართული ქარტია";

2. ვთანხმდებით და ვადასტურებთ, რომ არ შევქმნით კოალიციას  პარტია "ქართულ ოცნებასთან" და შევქმნით მომავალ მთავრობას პრეზიდენტთან აქტიური კონსულტაციით;

3. გახარია თავად არ იქნება "ძლიერი საქართველოს" პარტიულ სიაში. ხაზარაძეც მზადაა ანალოგიური ნაბიჯისთვის ( გუშინ დაზუსტდა, თუ ეს პრობლემაა, მაშინ ჩავეწეროთ ორივე);

4. ხაზარაძის და გახარიას გუნდი თანაბრად გაინაწილებენ სიაში მანდატებს, დანარჩენი მანდატები განაწილდება კოალიციის სხვა წევრებზე ორივე მხრიდან პრინციპით, მაგ. 10-10 "ლელო"/ გახარია, ზემოდან თანაბრად ორივე მხრიდან კოალიციის სუბიექტები( სხვა დეტალები დასაზუსტებელია)

P.S.მან თქვა, რომ ორი პარტია უერთდება;

5. გახარიას პარტიის პროგრამული პრიორიტეტების გაერთიანებას "ძლიერი საქართველოს" პროგრამასთან და თავისი გუნდის მიერ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ამ პროგრამის და მისი მთავარი გზავნილების მხარდაჭერას, მათ შორის, ანაკლიის მშენებლობაზე, როგორც ქვეყნის მთავრი პრიორიტეტი;

6. ყველაფერს გავაკეთებთ ანაკლიის პროექტის დასრულებისთვის, ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან პროექტში დასავლური პარტნიორების მონაწილეობით; 7. 20 ივნისის და წერილის თემაზე პოზიცია: "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ, დამოუკიდებელი პროკურატურის გამოძიების საგანი იქნება - თანამშრომლობა ჩვენი მხრიდან

8. დიდ სტრატეგიულ საკითხებზე დაწესდეს სპეციალურად შექმნილი საბჭო, სადაც ხაზარაძის და გახარიას გუნდები  თანაბრად იქნებიან წარმომადგენილები და ამასთან ერთად კოალიციის სხვა წევრებიც;

9. მართვა, საბჭო.  მაგ: გახარია/ ხაზარაძე 12-12 კაცი, დამატებით იმდენი სუბიექტის ერთი

ხმა, რამდენიც კოალიციის პარტნიორები არიან ორივე მხრიდან, (მაქსიმუმ 6 ადამიანი): 

12 გახარია

12 "ლელო"

3-3 კოალიციიდან", - წერს ხაზარაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×