რეზონანსი
02.10.2024

ჯორჯიან მანგანეზის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა სილიკომანგანუმის წარმოებას 60%-ით ამცირებს, მიზეზი კვლავ, მსოფლიო ბაზარზე სილიკომანგანუმზე ფასის ვარდნა და მოთხოვნის შემცირებაა.  

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, რომელიც ქვეყნის უმსხვილესი საექსპორტო საქონლის, ფეროშენადნობების ყველაზე დიდი მწარმოებელია, აცხადებს, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრიდან 11 მოქმედი ღუმელიდან 6-ს გააჩერებს, რაც ყოველთვიურად საწარმოო პროდუქციის 20 ათასი ტონიდან 8 ათას ტონამდე შემცირებას გულისხმობს. 

„ფეროშენადნობების ბაზარზე არსებული კრიზისი გამოწვეულია ჩინეთის უძრავი ქონების ბაზარზე არსებული პროცესებითა და უკრაინაში მიმდინარე ომით. სილიკომანგანუმზე ფასებმა 2024 წლის ზაფხულის შუა პერიოდში სასიკეთო ნიშნულს მიაღწია და ეს მხოლოდ დროებითი ფაქტორი აღმოჩნდა,“ - განაცხადა "ჯორჯიან მანგანეზის" ფინანსურმა დირექტორმა გიორგი ტატიშვილმა. 

გიორგი ტატიშვილის განმარტებით, დღეისათვის მოთხოვნა ფეროშენადნობებზე ისევ და ისევ მინიმალურ ნიშნულზეა, შესაბამისად, აღნიშნულ ბაზარზე კრიზისი, მიუხედავად ამ ორწლიანი პერიოდის გასვლისა და ჩვენი პოზიტიური მოლოდინებისა, კვლავ გრძელდება. 

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი გოჩა ქურდაძე აცხადებს, რომ წარმოების შემცირება არ მომხდარა დასაქმებულთა შემცირების ხარჯზე. 

„ვცდილობთ, შევინარჩუნოთ თანამშრომლების სრული შტატი, იმ იმედით, რომ შემდგომში  გვექნება შესაძლებლობა ქარხანა დაუბრუნდეს წარმოების იმ ნიშნულს, რასაც საშუალოდ ყოველთვიურად აწარმოებდა,“ -  განაცხადა გოჩა ქურდაძემ. 

ჯორჯიან მანგანეზის ფეროშენადნობთა ქარხანამ  ამავე მიზეზით, წარმოება გასული წლის სექტემბერშიც 75%-ით შეამცირა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×