რეზონანსი
02.10.2024

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ინტერესდება თუ რატომ აყენებს „ქართული ოცნების" ხელისუფლება აშშ-სთან პარტნიორობას რისკის ქვეშ.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში, მათ მოჰყავთ დიაგრამა, სადაც ასახულია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-მა გამოაქვეყნა და შემდეგ საკუთარი შედეგები ჩაასწორა.

მათივე ინფორმაციით, პირველად გამოქვეყნებული შედეგებით, არჩევნებში „ქართული ოცნების" გამარჯვება დადასტურდა, თუმცა შეცვლილ მონაცემებში მმართველ პარტიას დამატებით ხმების 1.8% ჰქონდა აღებული.

„ქართული ოცნების" მხრიდან ხშირი ცრუ განცხადებების საპასუხოდ, რომ 2020 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ი სახელმწიფო გადატრიალებას შეეცადა, აღვნიშნავთ, რომ ISFED-ის მონაცემებით 2020 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების" გამარჯვება თავიდანვე დადასტურდა. რატომ აყენებს „ქართული ოცნება" ამერიკასთან პარტნიორობას რისკის ქვეშ 1.8%-ის გამო?"- ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×