რეზონანსი
02.10.2024

მიხაელ როთი ძალიან დიდი საჩუქარია მმართველი გუნდისთვის მისი რეპუტაციიდან გამომდინარე. რაც უფრო მეტად იაქტიურებს მიხაელ როთი რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ, მით უფრო დაბალ შედეგს მიიღებს რადიკალური ოპოზიცია,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კერძოდ, კითხვაზე, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი ქართველ ემიგრანტებს არჩევნებში ხმის მიცემაში დახმარებას სთავაზობს, პრემიერი განმარტავს, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა.

„ეს არის ჩვენი კონსტიტუციური პრინციპების უპატივცემლობა, არ შეიძლება უცხოელი ერეოდეს ასეთი პირდაპირი და უხეში ფორმით საარჩევნო პროცესებში. პრაქტიკული თვალსაზრისით, ამას ვერ ექნება ვერავითარი ეფექტი, პირიქით, მიხაელ როთი ძალიან დიდი საჩუქარია მმართველი გუნდისთვის მისი რეპუტაციიდან გამომდინარე. რაც უფრო მეტად იაქტიურებს მიხაელ როთი რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ, მით უფრო დაბალ შედეგს მიიღებს რადიკალური ოპოზიცია",- აღნიშნა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×