რეზონანსი
02.10.2024

,,რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებამ დაადასტურა, რომ ქვეყანას მართავს არა კანონი და კონსტიტუცია, არამედ ბიძინა ივანიშვილი" - ამის შესახებ განცხადება "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, თამარ კორძაიამ გააკეთა.

თამარ კორძაიას თქმით, რაჟდენ კუპრაშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის დავალებების შემსრულებელია.

,,რაჟდენ კუპრაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არის ბიძინა ივანიშვილის დავალებების შემსრულებელი, რადგან თუ მას მიაჩნდა, რომ კანონს სწორად აღასრულებდა, მაშინ რას ნიშნავს ასე, მოლაპარაკებებით, კანონის აღსრულებაზე უარის თქმა? ერთი რამ ცხადია: რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებამ დაადასტურა, რომ ქვეყანას მართავს არა კანონი და კონსტიტუცია, არამედ ბიძინა ივანიშვილი", - განაცხადა "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, თამარ კორაიამ. 

შეგახსენებთ, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI) გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი დღეს, ორ ოქტომბერს  მოუხსნა.

ბიუროს უფროსის რაჟდენ კუპრაშვილი ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილება "ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე" მიიღო. 

ანტიკორუფციულის შეფის გადაწყვეტილებას წინ  ირაკლი კობახიძის მიმართვა უძღოდა - პრემიერმა კუპრაშვილს ორგანიზაციისთვის სტატუსის მოხსნის მოთხოვნით მიმართა.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×