რეზონანსი
02.10.2024

ახლო აღმოსავლეთში მძვინვარე ცეცხლი სწრაფად იქცევა ჯოჯოხეთად. ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, გასული კვირიდან მოვლენები “ცუდიდან გაცილებით, გაცილებით ცუდისკენ წავიდა”.

გუტერეშმა ლიბანში “ჰეზბოლას” წინააღმდეგ ისრაელის ავიადარტყმები როგორც “დაუნდობელი” აღწერა და განაცხადა, რომ ცეცხლის დროებით შეწყვეტის წინადადება არსებობდა, რომელიც, მისი თქმით, ისრაელმა უარყო და თავისი ავიადარტყმების რაოდენობა “გაზარდა”.

ცნობისთვის, 2 ოქტომბერს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა გუტერეში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, რაც მას ისრაელში შესვლის უფლებას ართმევს. ისრაელის საგარეო უწყების მეთაურის თქმით, “ნებისმიერი ადამიანი, ვისაც არ შეუძლია ერთმნიშვნელოვნად დაგმოს ირანის საზიზღარი თავდასხმა ისრაელზე, როგორც ეს მსოფლიოში თითქმის ყველა ქვეყანამ გააკეთა, არ იმსახურებს იმას, რომ ფეხი დადგას ისრაელის მიწაზე”.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×