რეზონანსი
05.10.2024

მიხეილ სააკაშვილის ექიმის მიერ გაყალბებული ფორმა 100. „ქრონიკამ" მოიპოვა დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ სტომატოლოგმა მამუკა გოგიბერიძემ, რომელიც სტომატოლოგიურ კლინიკა „დენტეფექტში" მუშაობს, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ისე გასცა, სააკაშვილი საერთოდ არ უნახავს და კლინიკურად არ შეუფასებია.

გარდა ამისა, დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ სტომატოლოგმა დაწესებულების დირექტორის ხელმოწერა და ბეჭედი, შეთანხმების გარეშე გამოიყენა.

აღმოჩნდა, რომ პაციენტი სააკაშვილი არ არის რეგისტრირებული „დენტეფექტის" სტომატოლოგიური პაციენტის რეგისტრაციის ჟურნალში, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა არ არის აღრიცხული სპეციალურ ჟურნალში.

დოკუმენტებიდან ასევე ირკვევა, რომ გოგიბერიძესთან კომუნიკაცია ჰქონდათ გიული ალასანიასა და გიორგი ჩალაძეს, რომლებიც ექიმს სთხოვდნენ შეეფასებინა მიხეილ სააკაშვილის პირის ღრუს მდგომარეობა. ფორმა 100-ის არაკანონიერი გზით გაცემის საკითხი სამედიცინო რეგულირების სააგენტომ შეისწავლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×