რეზონანსი
07.10.2024

თბილისის მერი კახა კალაძე ეხმაურება კრიტიკული მედიების გადაწყვეტილებას, არ გაუშვან ეთერში ქართული ოცნების საარჩევნო ვიდეო რგოლი, სადაც მმართველი პარტია საკუთარი პოლიტიკური კამპანიისთვის უკრაინელი ხალხის ტრაგედიით სპეკულირებას აგრძელებს.

კალაძე მედიების ამ გადაწყვეტილებას "მონობას" უწოდებს და ამტკიცებს, რომ ვიდეორგოლის არგაშვებას უნდა ჰქონდეს "საფუძველი და არგუმენტები".

"საარჩევნო კამპანიის დროს კონკრეტულ ვიდეორგოლს, რომელსაც არ უშვებს ტელევიზია, ამას სჭირდება საფუძველი, კონკრეტული არგუმენტები და არა - ევროკავშირის ელჩის გამოსვლა და განცხადება "უიმე, რა ცუდია, მე არ მომწონს". ეს არის სწორი დამოკიდებულება? ამიტომ გეუბნებით, მონობას დაანებეთ თავი, იყავით ღირსეულები. თქვენ თქვენს თავზე არ მიიღოთ ახლა, იცით ჩემი დამოკიდებულება თქვენდამი. ზოგად კონტექსტში ვამბობ, რომ მონობა კატეგორიულად მიუღებელია"- თქვა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×