რეზონანსი
07.10.2024

თბილისში ევროპული მარშისთვის ემზადებიან - საქართველო ირჩევს ევროპას - ასე ერქმევა მასშტაბურ მსვლელობას, რომელიც დედაქალაქში 20 ოქტომბერს - გადამწყვეტ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გაიმართება.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ამბობს, რომ “ეს მარში განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინ ირჩევს ევროკავშირს.“

ჩვენ გვახსოვს დიდი ერთობა, რომელიც მარტის აქციების დროს გვქონდა და შესაბამისად, მნიშვნელოვანი იქნება, ჩვენ დასავლელ პარტნიორებს ვანახოთ, რომ საქართველო ირჩევს ევროკავშირს და ჩვენ გაერთიანებულები ვართ ამ მიზნის გარშემო.

სხვადსახვა ჯგუფებს ექნებათ თავიანთი ლოკაცია, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, სხვადასხვა მხრიდან მოხდეს ხალხის გაერთიანება, უკვე თავისუფლების მოედანზე. რა თქმა უნდა, მსვლელობა იქნება ორივე სანაპიროზე. ჩვენც, სამოქალაქო საზოგადოებას ჩვენი ლოკაცია გვექნება და ინფორმაციასაც გავავრცელებთ“, - განაცხდა ეკა გიგაურმა.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანებამ - “ჩემი ხმა ევროკავშირს“  20 ოქტომბერს, თბილისში მარში, სახელად - “საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ დააანონსა.

ორგანიზაციის წარმომადგენელის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, მარშთან დაკავშირებით კოალიცია წერილობით მიმართავს თბილისის მერიას და დამატებითი დეტალები უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×