რეზონანსი
09.10.2024

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს 10 ოქტომბერს პარიზში შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

განცხადების თანახმად, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან 10 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე, პარიზში, ელისეს სასახლეში, "ორმხრივ შეხვედრას" გამართავს.

"ეს შეხვედრა შესაძლებლობა იქნება [საფრანგეთის] რესპუბლიკის პრეზიდენტისთვის ხელახლა დაადასტუროს საფრანგეთის ერთგულება, გააგრძელოს გრძელვადიან პერიოდში და ყველა მის პარტნიორთან ერთად უკრაინისთვისა და უკრაინელი ხალხისთვის ურყევი მხარდაჭერა", - ნათქვამია ელისეს სასახლის განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×