რეზონანსი
11.10.2024

კონსულტაციების ახალი რაუნდი პრეზიდენტთან - ორბელიანების სასახლეში ინდივიდუალური შეხვედრების შემდეგ სალომე ზურაბიშვილს სხვადასხვა პარტიის ლიდერები უკვე ერთად ხვდებიან. მთავარი მიზანი არჩევნებში დამაჯერებლად გამარჯვებაა.

პრეზიდენტი ქართულ ქარტიაზე ხელმომწერ პარტიებს შორის შუამავლის როლს ასრულებს და არჩევნების შემდეგ მათ ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბების საკუთარ ვერსიას სთავაზობს. სალომე ზურაბიშვილს უკვე შერჩეული ჰყავს პრემიერობის კანდიდატიც. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ნიკა გვარამიამ არ გამორიცხა, რომ მისი ვინაობა ცნობილი არჩევნებამდე გახდეს.

შეხვედრიდან გამოსულმა პოლიტიკოსებმა თქვეს, რომ ახლა კონსულტაციებს საკუთარ გუნდებში გაივლიან, რის შემდეგაც, პრეზიდენტის სასახლეში სავარაუდოდ, მორიგი შეხვედრა გაიმართება. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×