რეზონანსი
12.10.2024

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი ეუთოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება, რომელიც საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ არსებული საარჩევნო გარემოს შესახებ მომზადდა.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, ეუთოს წინასაარჩევნო ანგარიში ასახავს იმ სისტემურად და ფუნდამენტურად უსამართლო და უთანასწორო საარჩევნო გარემოს, რომელიც ქართულ ოცნებას აქვს შექმნილი. 

" ეუთოს წინასაარჩევნო ანგარიში, ცხადია, ასახავს იმ სისტემურად და ფუნდამენტურად უსამართლო და უთანასწორო საარჩევნო გარემოს, რომელიც ქართულ ოცნებას აქვს შექმნილი: ეს არის სწორედ მიტაცებული სახელმწიფო, როდესაც

სახელმწიფო ინსტიტუციები დაკომპლექტებულია იმ ნიშნით, სახელისუფლებო პარტია ვის ენდობა და არა იმის მიხედვით - ვის ენდობა ხალხი; ეს სახელმწიფო ინსტიტუციები გამოიყენება მმართველი პარტიის მხრიდან ოპონენტი პარტიების რეპრესიისთვის და ხელის შეშლისთვის. ასევე, მედიაგარემო არ არის თავისუფალი და თანასწორი. 

რათქმაუნდა, ეს ყველაფერი ქმნის ფუნდამენტურად უსამართლო და უთანასწორო გარემოს, რაც შორს არის დემოკრატიული სტანდარტისგან.

სწორედ, ასეთ ვითარებაში, ანგარიშში აღწერილი რეალობა კიდევ ერთი მაჩვენებელია და დასტურია იმისა თუ რატომ არის 26 ოქტომბრის არჩევნებში თითოეული მოქალაქის ხმა უაღრესად მნიშვნელოვანი; იმიტომ რომ, სწორედ, მოქალაქეების დიდ აქტიურობას, მობილიზებას და პრინციპულობას შეუძლია წინ აღუდგეს ხელისუფლების მხრიდან ნებისმიერი ჩარევის, მანიპულაციის და არჩევნების მიტაცების მცდელობას. 

არ არსებობს უფრო საიმედო გარანტი არჩევნების დაცვის, ვიდრე ის, რომ ყველა მოქალაქემ აქტიური მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო პროცესში. მოქალაქეების დიდ აქტიურობას და სიმტკიცეს, არჩევნების მიტაცების ვერანაირი მცდელობა ვერ მოერევა

ჩვენ, "ძლიერი საქართველო", 9 ნომრის ირგვლივ გაერთიანებული პარტიები, რა თქმა უნდა, ასევე აქტიურად ვემზადებით თითოეული ხმის დასაცავად.

ეს არის, სწორედ, განწყობა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში. მოქალაქეებს ზუსტად ესმით, რატომ არის მათი ჩართულობა გადამწყვეტი არჩევნების ბედისთვის და ქვეყნის ბედისთვის და რატომ არის ეს არჩევნები მართლაც რეფერენდუმი საქართველოს წარსულს, რუსეთსა და საქართველოს მომავალს, ევროპას შორის", - აცხადებს ნაცვლიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×