რეზონანსი
13.10.2024

„კოალიცია ცვლილებისთვის“ მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ტექნიკური მთავრობა წარადგინოს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პრეზიდენტის ინიციატივა სრულ შესაბამისობაშია "ქართულ ქარტიასთან“.

„პრეზიდენტის დღევანდელი ინიციატივა სრულ შესაბამისობაშია "ქართულ ქარტიასთან". ჩვენ ხელმოწერით დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება, სრულად შევასრულოთ ქარტიით გათვალისწინებული ყველა პუნქტი. შესაბამისად, მხარს ვუჭერთ პრეზიდენტის დღევანდელ ინიციატივას“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ის ე.წ. ტექნიკურ მთავრობას წარადგენს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×