რეზონანსი
14.10.2024

ვისურვებდი, დასავლეთი ჩვენ გამო იმდენად წუხდებოდეს, რომ „ქართული ოცნების" სათაკილო გადაწყვეტილებები ყოველთვის მათი სერიოზული განხილვის საგანი ხდებოდეს, მაგრამ იმის მეშინია, რომ იმდენად არავის ვაინტერესებთ, ჩვენი ყველა კაპრიზი აიტანონ და ამ შეურაცხყოფას ღიმილით უპასუხონ, - ამის შესახებ „გირჩის" ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, ხელისუფლების კამპანია მიმართულია იმისკენ, რომ „ოცნებამ" ხალხს უთხრას, ამერიკისა და ევროპის იმედი ნუ გექნებათ, ჩვენ რასაც გეტყვით, ის მოხდებაო.

„სინამდვილეში, ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ „ქართული ოცნების" ნება არ შეფერხდეს ისეთი მეორეხარისხოვანი თემებით, როგორებიც არის ხალხის გადაწყვეტილება და დემოკრატია და ა.შ." - განაცხადა ხვიჩიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×