რეზონანსი
14.10.2024

არ ვიცი, ვინაა ეს ქალბატონი [ანა ლიურმანი]. ჩვეულებრივი კუბილიუსია კაბაში. ეს არის ჩემი დამოკიდებულება მათ მიმართ, ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანა ლიურმანის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ამ ტიპის განცხადებებს ჩალის ფასი აქვს“.

„დღეს ქართველ ხალხს წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლება. ეს არის მათთვის სამწუხარო რეალობა. ამ ტიპის განცხადება უამრავი გვაქვს მოსმენილი და Zero, ნuლი, ჩალის ფასი აქვს ამ განცხადებებს. არ ვიცი, ვინაა ეს ქალბატონი, ჩვეულებრივო კუბილიუსია კაბაში. ეს არის დღევანდელი ჩემი დამოკიდებულება მათ მიმართ”, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ევროპისა და კლიმატის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანა ლიურმანის განაცხადებით, ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, თუმცა „ეს არ ეხება საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას, რომელიც დაბრკოლებებს უქმნის ევროკავშირისკენ ამ გზას“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×