რეზონანსი
14.10.2024

უცხოურ აგენტად" რეგისტრაციის გარეშე რუსეთის სამხედრო ინფორმაციის შეგროვებისთვის მოსკოვის სასამართლომ საფრანგეთის მოქალაქეს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსული სამსახური ავრცელებს.

48 წლის ლორენ ვინატიემ სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ იგი დანაშაულს აღიარებს და რუსეთის „უცხოური აგენტების შესახებ" კანონის დარღვევისთვის ბოდიში მოიხადა.

რუსი გამომძიებლების განცხადებით, ფრანგი პოლიტოლოგი და შვეიცარიული „ჰუმანიტარული დიალოგის ცენტრის" ექსპერტი, ლორენ ვინატიე „უცხოური აგენტების" რუსულ რეესტრში შესატან დოკუმენტებს რუსეთის ხელისუფლებას წლების განმავლობაში არ აწვდიდა და ამავე დროს, რუსეთის სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აგროვებდა.

შეგახსენებთ, ლორენ ვინატიე რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ივნისში დააკავა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×