რეზონანსი
30.10.2024

ღირსეული, გამჭვირვალე და კანონიერი პროცესის ნაცვლად, ქართველმა ხალხმა ფარსი მიიღო. ამის შესახებ განცხადებას ამერიკელი სენატორი, როჯერ უიკერი (რესპუბლიკური პარტია) ავრცელებს.

მისი თქმით, იზიარებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის აზრს, რომ არჩევნები არ იყო არც თავისუფალი, არც სამართლიანი და არც ხალხის ნებას ასახავდა.

"გასულ შაბათს ქართველი ხალხი არჩევნებზე მივიდა, რათა საკუთარი დემოკრატიული უფლება გამოეყენებინათ შემდეგი მთავრობის ასარჩევად. ღირსეული, გამჭვირვალე და კანონიერი პროცესის ნაცვლად, მათ ფარსი მიიღეს. ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს ძირი გამოეთხარა გაშმაგებული დარღვევებით, მათ შორის დაშინებით, ძალადობით, ხმების ყიდვით, და შედეგებით, რომლებიც მკვეთრად განსხვავდებოდა სანდო დამოუკიდებელი წინასაარჩევნო გამოკითხვებისგან და ეგზიტპოლებისგან, ისევე როგორც წინასაარჩევნო ტრენდებისგან.

ჩვენ ვიზიარებთ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის აზრს, რომ ეს არჩევნები არ იყო არც თავისუფალი, არც სამართლიანი და ხალხის ნებას არ ასახავდა", - აღნიშნა მან.

უიკერის თქმით, ამ არჩევნების მანიპულაცია არა მხოლოდ დარტყმაა საქართველოს მყიფე დემოკრატიისთვის, არამედ, თუ ეს იქნება „გატარებული", დასასრულია ქვეყნის დიდი ხნის ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის - „და შესაძლოა მისი სუვერენიტეტისთვისაც".

„ ეს საარჩევნო თაღლითობაა, და მის არალეგიტიმურ შედეგებს უნდა დაუპირისპირდეს სიცხადე და ნება. ვიდრე "ქართული ოცნება" არადემოკრატიული ზომების მეშვეობით და მოძალადე ავტორიტარების მეთვალყურეობის ქვეშ ძალაუფლებას ებღაუჭება, ისინი მოიმკიან ზიზღსა და იზოლაციას, რომელსაც სავსებით იმსახურებენ", - ამბობს უიკერი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×