პარტია "საქართველოსთივს" ლიდერი გიორგი გახარია ოპოზიციის იმ სამოქმედო გეგმას მწვავედ აკრიტიკებსრომელიც პრეზიდენტის დაანონსებულ აქციაზე გაჟღერდა:
"ასეთი სულელური მოთხოვნების გაჟღერებას, რომ საერთაშორისო იურისდიქციის ქვეშ ჩავატაროთ არჩევნები, ასეთ საჩუქარს ვინც უკეთებს ოცნებას ან ადეკვატურობა აკლიათ, ან სასარგებლო იდიოტები არიან. იმის მაგივრად, რომ მოითხოვო ინფორმაცია, რა მოხდა ამ არჩევნებზე, ან მოითხოვო ცესკოს ადმინისტრაციის ცვლილება, გამოდიხარ და იძახი საერთაშორისო, უცხოელი ადმინისტრაციის ქვეშ ჩატარდეს, "ოცნება" დასცინებს და ნაწილობრივ სწორიც იქნება. იდიოტი ხომ არ უნდა იყო? სხვისი იურიდიქციის ქვეშ ჩატარებულ არჩევნებს, იცით რამდენი დრო სჭირდება? ამას კანონი სჭირდება, ბაზა სჭირდება, რაღაცა გონიერება ხომ უნდა იყოს?
დაანებეთ ამ პარტიებს თავი რა, ძალიან ბევრი იდიოტები არიან, მავნებლებიც არიან, ცდილობენ დრო გაჭიმონ. ჩვენ, მოქალაქეებს გვაინტერესებს, ჩემი პირადობის მოწმობით, სადმე სხვაგან მისცა კიდევ ვინმემ ხმა?
თუ "ოცნება" წვდომას არ მოგვცემს ბაზაზე, ადასტურებს, რომ ჩვენი ეჭვი დასაბუთებულია. ეს თუ გააკეთა 1 კვირის შემდეგ, არანაირი აზრი არ აქვს, ეს უნდა გაკეთდეს უახლოეს დღეებში.
"ოცნება" ეცდება შეგვიყვანოს რუტინაში, გაწელოს დრო, თქვას მერე, აგერ ვერ დაასაბუთეს – მეორეს მხრივ, არის მარტივი მექანიზმი, ადამიანი შედის ბაზაში და ნახულობს.
დროს ვკარგავთ! რას ხლართავს და რა შესწორებები შეაქვს და როგორ ალამაზებს ამ ბაზებს ოცნება, კაცმა არ იცის. სანამ არ არის წაშლილი, სანამ არსებობს ბაზები – დაიდოს", - განაცხარა "ტვ პირველის" ეთერში გახარიამ.